სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 187 000 000 ლარი შეადგინა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.800 პროცენტით, მაქსიმალური - 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.826 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.