ჯაბა სამუშია თსუ-ს რექტორად აირჩიეს

ჯაბა სამუშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. რექტორის არჩევნები ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც აკადემიური საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად თსუ-ს რექტორად წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირეს მხარი.

თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 30-ე რექტორად ჯაბა სამუშია 4 წლის ვადით აირჩია.

ჯაბა სამუშია ამ დრომდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იყო არჩეული.

ცნობისთვის, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.