Moody’s-მა უკრაინის რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Moody’s-მა უკრაინის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი Caa3-დან Ca-ს დონემდე, ნეგატიურამდე შეამცირა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინისთვის რეიტინგის დაწევის მთავარი მიზეზი ქვეყნის ხელისუფლების გეგმა გახდა - მოახდინოს ევროობლიგაციების ნაწილისა და საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია.

”რესტრუქტურიზაციის პროგრამის შედეგად კერძო კრედიტორებს მნიშვნელოვანი ზარალი ექნებათ”, - ნათქვამია Moody’s-ის განცხადებაში.