28.5%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს - pmcg

2022 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 18.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.6%-ს შეადგენდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი