Tesla-ს აქციები რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა

კომპანია Tesla-ს აქციები ბოლო 7 დღის განმავლობაში მუდმივ კლებაშია და მთელი 31%-ით არის შემცირებული, რაც 2018 წლიდან მოყოლებული არ დაფიქსირებულა.

შედეგად, Tesla-ს აქციების „შედარებითი ძალის ინდექსი“ (relative strength index, RSI) დავარდნილია 16,56 პუნქტამდე, რაც FactSet-ის მონაცემებით, მინიმალური მაჩვენებელია კომპანიის ისტორიაში.

30 პუნქტზე ნაკლები ინდექსი კი ნიშნავს, რომ აქციები მზადაა გადაყიდვისთვის, თუმცა აქციების გადაყიდვის მდგომარეობამდე დაცემა არ ნიშნავს, რომ მათზე ფასი გაიზრდება -წერს MarketWatch. ბოლო თვეების განამვლობაში RSI-ს ინდექსი არაერთხელ დავარდნილა 30-ზე ქვემოთ, თუმცა მათი ღირებულება მაინც არ გაზრდილა.

როგორც ადრე ითქვა, Tesla-მ შესაძლოა, ეს თვე, კვარტალი და წელი დაასრულოს მის ისტორიაში ყველაზე ცუდი დინამიკით, რასაც ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის რეცესიის მაღალი რისკები და შედეგად ელექტრომობილებზე მოთხოვნის პროგნოზის გაუარესება.

კოკა კვირკველია