IMF: ლარის გამყარება ტურიზმიდან შემოსავლებმა და მიგრაციამ გამოიწვია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა მდგრადი იყო და უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია ქვეყანაზე.

"ტურიზმის მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქარათველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა ზრდა და ფისკალური შემოსავლები, გაამყარა ანგარიშის მიმდინარე ბალანსი და ლარი", - წერს IMF ახალ მიმოხილვაში.

თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც საქონლის გაზრდილ ფასებსა და ძლიერ შიდა მოთხოვნა ასახავს. IMF-ის მოლოდინით, ზრდა და ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლიდან უნდა შემცირდეს არახელსაყრელ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად, შემცირებულ ფისკალურ დეფიციტსა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ. 2024 წლიდან ინფლაციის ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებაა მოსალოდნელი.

კახი ჩაკვეტაძე