რევაზ სოხაძე - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 7 მილიონ კვადრატულ მეტრზე  მეტი გზა კაპიტალურად შეკეთდა

თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ, თბილისის მერს მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო წლებში თბილისში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, თბილისში ისტორიულად მსგავსი აღმშენებლობის პროცესი არ ყოფილა.

„ მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში ისტორიულად მსგავსი აღმშენებლობის პროცესი არ ყოფილა, როგორც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. საზოგადოება შევთანხმდით, რომ კეთილმოწყობილ, გამწვანებულ, ეკოლოგიურად სუფთა , ინფრასტრუქტურულად სწორად დაგეგმილ თბილისში გვინდა ცხოვრება“, განაცხადა რევაზ სოხაძემ

საკრებულოს დეპუტატმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, თბილისში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა კაპიტალურად შეკეთდა, 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციისთვის, 80 -ზე მეტი კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა . ასევე, რეკრეაციული სივრცეები მოწყობაზე, მულტიფუნქციური კომპლექსებისა და საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ჩართულობა საფეხბურთო ცენტრების მშენებლობაში ძალიან დიდი იყო, რადგან ფეხბურთის ფედერაციას ტერიტორიები უსასყიდლოდ გადავეცით, სადაც დღეს 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ასევე, ამ ქალაქში უამრავი საჯარო ტერიტორია სხვისდებოდა, დღევანდელი პირობებში დავიწყეთ ამის მონაცვლეობა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. გავა წლები და ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები იამაყებენ იმით, რომ საკრებულოს წევრები იყვნენ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდებოდა“,- აღნიშნა რევაზ სოხაძე.

რევაზ სოხაძემ სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელობასა და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.