ლიეტუვამ რუსეთის და ბელარუსის 87 მლნ ევროს აქტივები გაყინა

სანქციების გამო ლიეტუვაში ამ დროისთვის რუსეთის და ბელარუსის 87 მლნ ევროს ოდენობის აქტივებია გაყინული - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინანსური დანაშაულების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულს შორის 77,88 მლნ მოდის რუსულ აქტივებზე, ხოლო 8,9 მლნ ევრო ბელარუსულზე.

20 დეკემბრის მდგომარეობით, უწყებამ 16 იურიდიული პირის მიმართ აამოქმედა სანქცია, გაიყინა 9 რუსული საწარმოს აქტივები და 6 კომპანიისა და ერთი ფიზიკური პირის აქტივები ბელარუსიდან.

საგარეო უწყების მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის სახელდება Inter RAO Lietuva, Lifosa, Eurochem Logistics International, PhosAgro Baltic, Vydmantai Wind Park, IDS Borjomi Europe და ა.შ.

კოკა კვირკველია