"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის შედეგად, 1 800 000 ლარით შევამცირეთ ჩვენი ბიუჯეტი"

როცა გამორჩეული შედეგი გვექნება ცალკეული თანამშრომლის მხრიდან, პრემია გაიცემა, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, მერიის თანამშრომლები მიიღებენ ჩვეულებრივ შრომის ანაზღაურებას და დანამატებს წესის მიხედვით. "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის შედეგად 1 800 000 ლარით შევამცირეთ ჩვენი ბიუჯეტი ადმინისტრაციულ ნაწილში, საიდანაც 300 000 ლარი უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა. 1 550 000 ლარი საპრემიო ფონდია. ცალკეულ შემთხვევებში, როცა გამორჩეული შედეგი გვექნება ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, გაიცემა პრემია, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. თანამშრომლები მიიღებენ ჩვეულებრივ შრომით ანაზღაურებას და შრომის ანაზღაურებაზე დანამატებს, როგორც ეს წესის მიხედვით არის გათვლილი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მზადდება.