საზღვარზე სომხეთის მოქალაქე დააჯარიმეს

სომხეთის მოქალაქეს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა სომხეთის მოქალაქე პ.ა.-ს, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე დეკლარირების გარეშე 30 000 აშშ დოლარი (66 690 ექვივალენტი ლარში) შემოიტანა. მგზავრი საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სადახლო-საავტომობილო" სომხეთის მხრიდან შემოვიდა. არადეკლარირებული ფული მებაჟე ოფიცრებმა მისი ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.