„ქირის ფასი 70%-ით გაიზარდა - მიგრანტების წილი გაქირავებულ ბინებში 32%-ია“

„მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 15%-ით, ქირის ღირებულება 70%-ით, ხოლო გაყიდვები - 28%-ით გაიზარდა,“- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ მიგრაციითაა განპირობებული. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში გასაყიდი ფასი -15%-ით, ქირის ფასი - 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.

მიგრანტებისგან მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2022 წლის 11 თვეში თბილისში, მიგრანტების მიერ შეძენილი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში - მხოლოდ 5%, გაქირავებულ ბინებში კი 32%-ია. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, გაყიდულ ბინებში მიგრანტების წილი 11.5% იქნება, გაქირავებულ ბინებში კი - 18%.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელს ზრდას განაგრძობს, თუმცა მიგრაციის ეფექტი 2024 წლიდან უარყოფითი იქნება,“- ნათქვამია ანგარიშში.

თაია არდოტელი