უკრაინამ პოლონეთისგან Starlink-ის ტერმინალების ახალი პარტია მიიღო

უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის ტერმინალების მესამე პარტია მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, Starlink-ის ტერმინალების ნაწილი უკვე გაიგზავნა „უძლეველობის პუნქტებში“, ნაწილი კი - ენერგეტიკისა და სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინელებს უშუქობის დროს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ, კრიტიკულმა ინფრასტრუქტურის ობიექტებმა კი ურთულეს პირობებში მუშაობა შეძლონ.

უკრაინამ, საერთო ჯამში, Starlink-ის დაახლოებით 20 000 ტერმინალი მიიღო.