აზერბაიჯანმა 2 წელიწადში ევროპას თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა

2020 წლის 31 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) გავლით ევროპაში 19,4 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გაიტანა - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მიწოდება ევროპაში - იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში - დაიწყო 2020 წლის 31 დეკემბერს, მიწოდების მოცულობამ 2021 წელს 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

2022 წელს ექსპორტის მოცულობა პროგნოზირებულია 24 მილიარდი კუბური მეტრი, მათ შორის ევროპაში - მინიმუმ 11,6 მილიარდი კუბური მეტრი.