ბულგარეთი თურქეთისგან 1 მლრდ კუბური მეტრი გაზის შეძენას გეგმავს

ბულგარეთს შეუძლია თურქეთისგან 1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინოს - ამის შესახებ Sabah-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა გაზის შეთანხმებას სოფიაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

გაზეთის მონაცემებით, გაზის შესაყიდვის სავარაუდო მაჩვენებელი - 1 მლრდ კუბური მეტრი ფიგურირებდა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე, რომლებიც კონტრაქტზე მუშაობდნენ. თუმცა ოფიციალურად ეს მაჩვენებელი მხარეების მხრიდან ჯერ დადასტურებული არ არის.

როგორც ბულგარეთის მთავრობა იტყობინება, შეთანხმებას ხელი მოეწერება ბულგარულ კომპანია „ბულგარგაზსა“ და თურქულ სახელმწიფო კომპანია „ბოტას“ შორის. დოკუმენტის მოქმედების ვადა იქნება 13 წელი, ის არ ითვალისწინებს ბულგარული კომპანიების წვდომას „ბოტასის“ ტერმინალებთან. მოგვიანებით კი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტელეკომპანია TVnet-ს განუცხადა, რომ 3 იანვარს შეთანხმების ხელმოსაწერად სოფიას ეწვეოდა.

კოკა კვირკველია