ერდოღანი - თურქეთმა 2022 წელს ექსპორტზე 254,2 მლრდ დოლარის პროდუქცია გაიტანა

2022 წელს თურქეთის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 254 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში ყოფნისას განაცხადა - იუწყება ტელეკომპანია TRT.

„2021 წელთან შედარებით თურქეთის ექსპორტი 2022 წელს გაიზარდა 12,9%-ით და შეადგინა 254.2 მლრდ დოლარი“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლება 2022 წლისთვის 250 მლრდ დოლარის ექსპორტს პროგნოზირებდა.

ერდოღანის თქმით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური კონიუქტურისა, „თურქეთმა კრიზისები გამოიყენა ეკონომიკური ზრდისთვის და ექსპორტის გასაზრდელად“. „გასული წლის საექსპორტო მაჩვენებლები არის ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდული. ჩვენი შემდეგი მიზანია გავიყვანოთ თურქეთი მსოფლიოს წამყვან 10 ექსპორტიორს შორის“ - დასძინა მან.

ერდოღანმა გაიხსენა, რომ 2002 წელს, როცა ის ჩაუდგა სათავეში „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიას, თურქეთის ექსპორტი შეადგენდა 36 მლრდ დოლარს. „ოც წელიწადში ჩვენ გავზარდეთ ექსპორტი შვიდჯერ. ახლა თურქეთი ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში ექსპორტის ზრდის კუთხით“, - განაცხადა მან.

კოკა კვირკველია