გასულ თვეში 85 საკვები პროდუქტიდან 79 გაძვირდა და მხოლოდ 6 გაიაფდა

დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 85 საკვები პროდუქტიდან მხოლოდ 6 გაიაფდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

  • კომბოსტო - 45.9%-ით
  • ქლიავი - 26.6%-ით
  • ნიორი - 10.5%-ით
  • ბადრიჯანი - 9.9%-ით
  • მზესუმზირის ზეთი - 6.6%-ით
  • კივი - 1.9%-ით

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომბოსტო 199,1%-ით გაძვირებული პროდუქტების სათავეში იყო. ასევე, გაძვირებულ პროდუქტებს შორის იყო ბადრიჯანი 36.4%-ით და მზესუმზირის ზეთი 36%-ით.

თამარ მუკბანიანი