რა მოცულობის ზეთს ყიდულობს საქართველო რუსეთში

2022 წლის 11 თვეში, საქართველომ 23,125 ტონა (40,219 მლნ აშშ დოლარი) ზეთის იმპორტი განახორციელა. საქსტატის მონაცემებით, აქედან 86,2% რუსეთზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აღნიშნული ქვეყნიდან 19 937 ტონა (34,220 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 26 575 ტონა (38,837 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნისთვის სხვა მსხვილ იმპორტიორებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი -1 752 ტონა (3,508 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 770.1 ტონა (1,191 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 307.9 ტონა (628.2 ათასი აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 306.1 ტონა (553.1 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 34.9 ტონა (67 ათასი აშშ დოლარი)

ცნობისთვის, რუსეთიდან მზესუმზირას ზეთის საექსპორტო გადასახადი იანვარში, წინა სამი თვის მსგავსად, ნულოვანი რჩება, ხოლო მზესუმზირის შროტზე გადასახადი ერთბაშად, თითქმის, 23-ჯერ გაიზარდა.

ნინი ქეთელაური