ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2255 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2255 ლარია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 26 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.2255 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 26 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4400 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4478 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.