Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7000 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7036 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 5 იანვარს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7086 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8749 ლარია.