Mercedes-Benz ელექტრომობილებისთვის საკუთარ დამტენ-სადგურებს შექმნის

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz აპირებს შექმნას დამტენი სადგურების ინფრასტრუქტურა საკუთარი წარმოების ელექტრომობილებისთვის. კომპანია გეგმავს მოიცვას ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ბაზრები. ამის შესახებ გამოცემა Heise online წერს.

მისი ცნობით, კომპანია გეგმავს 10 ათასზე მეტი სწრაფი დამტენი პუნქტის შექმნას 2030 წლამდე. პირველი სადგურები კი მიმდინარე წელს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მოეწყობა და თანაც იქ არა მხოლოდ ბრენდის ელექტრომობილების დატენვა, არამედ სხვა კომპანიების წარმოებული ელექტრომობილების დატენვაც იქნება შესაძლებელი.

კომპანიის ხელმძღვანელის ოლა კალენიუსის თქმით, ამ მიზნისთვის კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში აპირებს 1 მლრდ დოლარის ინვესტირებას, შედეგად კი 2027 წლისთვის მას კანადისა და აშშ-ს ტერიტორიაზე 400 სადგური და 2,5 ათასი დამტენი წერტილი ექნება.

ამ ეტაპზე კი კომპანია მუშაობს ევროპის და ჩინეთის ბაზრის შემუშავებაზე, დაგეგმვის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

კოკა კვირკველია