რუსეთიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 11 იანვრიდან ისევ იზრდება

რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე მიმდინარე 4 160,9 რუბლიდან 4,766.30 რუბლამდე (57-დან 65 დოლარამდე) გაიზრდება. ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას „ფინმარკეტი“ ავრცელებს.

საექსპორტო გადასახადი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 14,5%-ით მოიმატებს.

ტონა ქერზე გადასახადი მიმდინარე 3 420,4 რუბლიდან 3,870.60 რუბლამდე (46-დან 53 დოლარამდე), ხოლო ტონა სიმინდის გადასახადი 692,6-დან 1,289.40 რუბლამდე (9,5-დან 18 დოლარამდე) იზრდება.

ახალი გადასახადი 17 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. 30 ივნისს მთავრობამ მიიღო დადგენილება გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (236 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (218 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ