როგორია Balenciaga-ს წარმატების ისტორია დაფუძნებიდან დღემდე

კრისტობალ ბალენსიაგამ Balenciaga-ს სახლი ესპანეთში 1919 წელს გახსნა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს კი ბაზა პარიზში გადაიტანა. მიუხედავად მძვინვარე მეორე მსოფლიო ომისა, რევოლუციური კოსტიუმები პოპულარული გახდა და მომხმარებლები Balenciaga-ს სამოსის საყიდლად პარიზში ხშირად მიდიოდნენ.

ომის დასრულების შემდეგ, ბალენსიაგამ დაიწყო ახალი სტრუქტურების დიზაინი, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ქალის ქვიშის საათის ფორმებს და იყენებდნენ თამამი მასალების კომბინაციას მძიმე ქსოვილებთან.

კრისტობალ ბალენსიაგამ, რომელიც ოდესღაც კოსტიუმებს ხარებთან მებრძოლებისთვი ქმნიდა, თავისი ბიზნესი მოდის იმპერიად აქცია.

მოდით გადავხედოთ Balenciaga-ს წარმატების ისტორიას და მათ ზოგიერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტს.

deghajas-1673018427.jpg

დასაწყისი

კრისტობალ ბალენსიაგა 1895 წელს ესპანეთში, მეთევზისა და მკერავის ოჯახში დაიბადა. 12 წლის იყო, როდესაც დედის საქმიანობით დაინტერესდა და საკმაოდ კარგი მკერავიც გახდა. გამორჩეული ნიჭის წყალობით, მას ყოველთვის ისე ეცვა, როგორც სამეფო ოჯახის წევრს.

კარიერის დასაწყისში, მისი ქვეყნის სიყვარულით შთაგონებულმა კრისტობალმა, Balenciaga-ს პირველი კოლექცია ესპანური კულტურის ელემენტებით შექმნა - გააერთიანა წითელი და შავი მაქმანები და შექმნა შედევრები.

High Snobiety-ის თანახმად, 1940-იან წლებში გამართულმა პირველმა ჩვენებამ ბრენდის მყისიერი წარმატება განაპირობა. მასთან ბევრი ევროპელი არისტოკრატი თანამშრომლობდა.

მოგვიანებით Balenciaga-მ შეცვალა ტაქტიკა და ყურადღება გაამახვილა სამოსის შექმნაზე, რომელიც უგულებელყოფდა წელის ხაზებს. შემოვიდა ბუშტის მინი კაბა, ქოქოსის ქურთუკი, ბრტყელი დეკოლტე და უსაყელო ბლუზები. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა Ready-to-Wear კოსტიუმების პოპულარობა, Balenciaga დარჩა თავისი Haute Couture კონცეფციით.

ბრენმდა სიახლე 1990-იან წლებში კიდევ ერთხელ შემოიტანა. ნიკოლას გესკიერმა, რომელიც Kering Group-ს წარმოადგენდა, Balenciaga 90-იანი წლების ახალი იერით განაახლა - დაიწყეს წარმოება ვიწრო შარვლებიდან ასიმეტრიულ კაბებამდე.

Balenciaga-ს ახალ კრეატიულ დირექტორად 2015 წელს დემნა გვასალია გამოცხადდა. სწორედ მისი დამსახურებით სახლი წარმატებულ ლუქს ქუჩის ტანსაცმლის ბრენდად იქცა.

Triple S sneakers-ისა და Speed Sock-ის გამოშვებით, ის გახდა ყველაზე წარმატებული ბრენდი Kering-ის ხელმძღვანელობით, აჯობა Gucci-ს, Alexander McQueen-ს და Yves Saint Laurent-ს. Balenciaga-ს პროდუქცია ასევე იწყებდა ცნობადობის მოპოვებას ყოველდღიური პროდუქტების უნიკალური კონცეფციებითა და მათი ფასებით.

2018 წლის შემოდგომის კოლექციაში Balenciaga-მ წარმოადგინა 9000 დოლარის ღირებულების ქურთუკი, როგორც ეს Harper's Bazaar-მა აღნიშნა.

Gucci-ს სახლს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც ცნობილი ადამიანების საყვარელ ბრენდს, მაგრამ Balenciaga-მ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ კუთხით პირველი ადგილი დაიკავა.

პარიზის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის ბრენდმა გამოუშვა The Simpsons-ის ეპიზოდი, სადაც ანიმაციური შოუს მთავარი გმირები კოლექციის კოსტიუმებით ჩანდნენ. ის გახდა ყველაზე პოპულარული ბრენდი 2022 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის წარმატებული კოლექციის წარდგენის შემდეგ.

მოდის სახლმა მისი ბრენდის ელჩებად კიმ კარდაშიანი და ჯასტინ ბიბერი დაასახელა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი