2023 წელს McDonald's-ი კადრებს შეამცირებს

McDonald's-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ თანამშრომლები კორპორატიული პერსონალის მოსალოდნელი შემცირების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

კემპჩინსკის თქმით, ზოგიერთი არსებული სამუშაო ადგილი გაუქმდება. მისი თქმით, კომპანიის მენეჯმენტი შეაფასებს ორგანიზაციაში პერსონალის როლებსა და დონეებს და შესაბამისი დისკუსიების შემდეგ ცალკეული პროექტები მოიხსნება პრიორიტეტებიდან ან მთლიანად შეჩერდება.

როგორც „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელი თავის წერილში აღნიშნავს, კომპანიამ უნდა აჩვენოს მეტი, ასევე შეამციროს ხარჯები.

CNN-ის ცნობით, „მაკდონალდსი“ პერსონალის გეგმების გამოცხადებას 3 აპრილამდე გეგმავს.

ეკა დარჩიაშვილი