2022 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილები - ტოპ-10

პოპულარულმა ონლაინ აუქციონმა Bring A Trailer 2022 წელი შეაჯამა და წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილების რეიტინგიც გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ამ კომპანიის აუქციონზე წლის ყველაზე ძვირად გაყიდულ 10 ავტომობილს შორის მოხვდნენ Ferrari, Bugatti, Mercedes-Benz, და Porsche. ხოლო ტიტული - „წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი“ Ferrari LaFerrari Aperta-ს ერგო, რომელიც 5,360,000 მლნ დოლარად გაიყიდა.

რეიტინგში შემდეგ ადგილზეა Bugatti Chiron Pur Sport 3,800,000 მლნ დოლარად, მესამეზე კი Ferrari F50 3,305,000 მლნ დოლარად. შემდეგ პოზიციაზეა Mercedes-Benz 680 S Sport/4 2,800,000 მლნ და Mercedes-Benz 770K Four-Door Cabriolet by Voll &Ruhrbeck 2,555,555 მლნ დოლარად.

321191121-8831026340270917-2336562945802961657-n-1673078519.jpg

რაც შეეხება ცალკე გამოყოფილ ყველაზე ძვირად გაყიდული უგზოობის ავტომობილების რეიტინგს, აქ დომინანტია Mercedes G-Wagen, რომელიც პირველ 6 პოზიციაზე განთავსდა.

კოკა კვირკველია