სარემონტო მასალების 82.1% და საოჯახო ტექნიკის 95.2% იმპორტზეა დამოკიდებული

სარემონტო მასალების 82.1% და საოჯახო ტექნიკის 95.2% იმპორტზეა დამოკიდებული. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა მცირეა სარემონტო მასალების, ავეჯის/განათების და საოჯახო ტექნიკის წარმოება. მათი ძირითადი ნაწილი იმპორტზეა დამოკიდებული.

კერძოდ, სამშენებლო მასალების 67.6% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის (იმპორტი - 32.4%), საოჯახო ტექნიკის შემთხვევაში ადგილობრივად წარმოების მაჩვენებელი მხოლოდ 4.8%-ია, სარემონტო მასალების შემთხვევაში 17.9%, ხოლო ავეჯის/განათების სექტორში 73% იმპორტზეა დამოკიდებული (ადგ. წარმოება 27%).

324041733-540057781431113-5870715188363657934-n-1673246436.jpg

კვლევის თანახმად, 2021 წელს სარემონტო მასალების იმპორტმა 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადინა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების წილი კი ჯამურ იმპორტში, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი 38.6%;
  • ჩინეთი 15.4%;
  • რუსეთი 8.6%;
  • უკრაინა 5.7%;
  • აზერბაიჯანი 4.7%;
  • სხვა 28%.
თაია არდოტელი