AstraZeneca ამერიკულ CinCor-ს ყიდულობს

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca თანახმაა, შეიძინოს ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია CinCor, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების წარმოების გაფართოვების მიზნით. როგორც გამოცემა Financial Times წერს, შენაძენის ღირებულება 1,8 მლრდ დოლარია.

AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორის მენე პენგალოსის განცხადებით, ამ შენაძენით კომპანია ადასტურებს მის ერთგულებას გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისადმი და ამატებს მის შექმნილ მედიკამენტებს ბაქსდროსტატს.

ბაქსდროსტატი - ეს არის CinCor-ის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიის სამკურნალოდ. 2022 წლის ნოემბერში მისი კლინიკური ცდების წარუმატებელმა შედეგებმა კომპანიის აქციების ვარდნის პროვოცირება მოახდინეს, რომლებიც ამ დროისთვის 12 დოლარზე ნაკლებ ფასად ივაჭრება. შეთანხმების პირობებით, AstraZeneca ცალ აქციაში ორჯერ მეტ თანხას, დაახლოებით 26 დოლარს გადაიხდის იმ იმედით, რომ პრეპარატის ტესტირების მესამე ფაზა წარმატებული გამოდგება.

კოკა კვირკველია