ყაზახეთი რუბლისა და ტენგეს ურთიერთკონვერტირების უზრუნველყოფის შეთანხმებას აუქმებს

ყაზახეთი რუსეთთან დადებული შეთანხმების დენონსირებას აპირებს, რომელიც რუსული რუბლისა და ყაზახური ტენგეს ორმხრივი კონვერტირებისა და მათი კურსის სტაბილიზაციის ზომებს შეეხება. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

ყაზახეთის მთავრობის მიერ საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ „შეთანხმებამ აქტუალობა დაკარგა.“ საჯარო განხილვა 20 იანვარს დასრულდება.

დოკუმენტი ფედერაციის მთავრობას, რუსეთის ბანკს, ყაზახეთის მთავრობასა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს შორის არის გაფორმებული, რომელიც რუბლისა და ტენგეს გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისა და ურთიერთკონვერტირების ნორმებს არეგულირებდა. შეთანხმებას 1995 წლის 20 იანვარს, მოსკოვში მოეწერა ხელი.

დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას შეთანხმების დენონსირების შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ