Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობი ბარელზე 38 დოლარად ივაჭრება

რუსული ნავთობი გაცილებით იაფად იყიდება, ვიდრე G7-ის მიერ დაწესებული ჭერი (ბარელზე 60 დოლარი), ამის შესახებ Bloomberg-ი დამოუკიდებელი ფასების სააგენტოს Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

6 იანვრის მონაცემებით, პრიმორსკის პორტში Urals-ის ღირებულება ბარელზე 37,80 დოლარი იყო, ხოლო მსოფლიო ბენჩმარკი Brent-ი იმავე დღეს ბარელი 78,57 დოლარი ღირდა.

Bloomberg-ი მიიჩნევს, რომ მსგავსი ვითარება ბაზარზე ევროკავშირის ემბარგოს შემოღების შემდეგ რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე შეიქმნა. გარდა ამისა, რუსული ნავთობის ფასების ზღვარმა რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული გახადა ჩინეთსა და ინდოეთზე. ამიტომ, როგორც სააგენტო წერს, რუსეთის ფედერაციაში დგას საჭიროება, ნავთობი ფასდაკლებით გაყიდოს.

9 იანვარს, რუსეთში 10 ათასი ტონა ნავთობი გაიყიდა 218 მილიონ რუბლად, ანუ ბარელზე 42,19 დოლარად.

ეკა დარჩიაშვილი