დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს რეკოდული რაოდენობის მონაწილე დაესწრება

წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრების სურვილი რეკორდული რაოდენობით ადამიანმა გამოთქვა.

ოფიციალური ცნობით, სულ ფორუმში 2,7 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იქნებიან ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები.

ფორუმის წლევანდელი მთავარი განხილვის თემა იქნება თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური გამოწვევები, ამიტომ ფორუმს ძირითადად ცალკეული ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან.

სადისკუსიო კვირის განამავლობაში ფორუმის მონაწილეები ასევე ყურადღებას გაამახვლებენ გენდერულ და რასობრივ თანასწორობასა და რეგიონალურ განსხვავებებზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16-20 იანვარს ჩატარდება.

კოკა კვირკველია