საბაჟოზე საქართველოს მოქალაქეს ფსიქოტროპული წამლები აღმოუჩინეს

შემოსავლების სამსახურმა წითელი ხიდის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს ფსიქოტროპული წამლები აღმოუჩინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე რეაგირებისთვის შსს-ს გადაეცა. "საბაჟო გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე გ. გ., რომელსაც ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები, კერძოდ: KODELAK – 40 აბი (თითო აბი შეიცავს 8 მლგრ. კოდეინს) , CEDALGIN NEO – 40 აბი ( თითო აბი შეიცავს 15 მლგრ. ფენობერბიტალს და 10 მლგრ. კოდეინს), ACTIFED – 100მლგრ. სითხე (შეიცავს ფსევდოეფედრინს). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.