მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მსოფლიო ბანკმა (WB) 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა. WB-ის პროგნოზით, 2023-ში ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება, ეს კი თითქმის ნახევარია წინა მაჩვენებლის, 3%-იანი ეკონომიკური ზრდის. 2024-ში კი 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ზრდის შენელებას მაღალი ინფლაციის დონე, ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ინვესტიციების შემცირება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა განაპირობებს. ამ მიზეზების გამო, მიმდინარე წელს მსოფლიოში რეცესიაა მოსალოდნელი და ეს იქნება 80 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ათწლეულში 2 გლობალური რეცესია დაფიქსირდება.
განვითარებულ ეკონომიკებში ზრდის მაჩვენებელი 2022-ში 2.5%-დან 0.5%-მდე დაიკლებს მიმდინარე წელს. აშშ-ში 0.5%-ანი ზრდაა მოსალოდნელი, წინა პროგნოზი კი 1.9% იყო. რაც შეეხება ევროზონას, 1.9%-დან პროგნოზი 0%-მდე შემცირდა, ჩინეთის მაჩვენებელი კი 4.3% იქნება, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
განვითარებად ეკონომიკებში (ჩინეთის გამოკლებით) 2022 წლის 3.8%-დან ზრდის მაჩვენებელი 2023-ში 2.7%-მდე შემცირდება. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი განვიათრებულ ქვეყნებში 2.8% იქნება, რაც 1%-ით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალოზე.
"გლობალური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან ერთად კიდევ უფრო მწვავდება კრიზისი და უპირისპირდება განვითარებას. განვითარებადი ქვეყნები რამდენიმე წელია შენელებული ეკონომიკური ზრდის წინაშე არიან, რასაც ვალები და სუსტი საინვესტიციო კლიმატი განაპირობებს, ეს კი ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ განათლების, ჯანმრთელობის, სიღარიბის დონესა და ინფრასტრუქტურაზე უარყოფით გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილების პრობლემასთან ერთად", - ამბობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი, დევიდ მალპასი.
შემცირდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება. აქამდე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტი წელს საქართველოს ეკონომიკის 4.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ამავე პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ზრდა 5% იქნება.
რაც შეეხება 2022 წელს, ამ შემთხვევაში ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია. თუ აქამდე მსოფლიო ბანკი 8,8%-იან ზრდას ვარაუდობდა, განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10%-იანი ზრდით დაასრულებს.
რეგიონების მიდევით ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია: