სტიქიური უბედურებების შედეგად მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 270 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წელს ზარალი 320 მლრდ დოლარი იყო. ამის შესახებ მოწმობს მსოფლიოს უმსხვილესი გერმანული გადამზღვევი კომპანია Munich Re-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ამასთან, წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა დაზღვეული დანაკარგის მოცულობა, რომელმაც 120 მლრდ დოლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ეკონომიკური დანაკარგი გასულ წელს ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე იყო, მაშინ როცა დაზღვევის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა (2017-2021 წლებში საშუალოდ 97 მლრდ დოლარი იყო).
ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ყველაზე დამანგრეველი იყო ქარიშხალი „იენი“, რომელიც სექტემბერში დაატყდა თავს ფლორიდას. მის მიერ მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 100 მლრდ დოლარი შეადგინა. ის ზარალის აღრიცხვის ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 2005 წლის „კატრინას“ ჩამორჩება.
მეორე ადგილზე გავიდა პაკისტანის წყალდიდობა, რომელმაც 1,7 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო პირდაპირმა ზარალმა 15 მლრდ დოლარი შეადგინა.