ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 264,5 მლნ დოლარით, ხოლო წლიურად - 640,2 მლნ-ით გაიზარდა

ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 264,516 მლნ დოლარით გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 4,425 მლრდ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ასევე გაიზარდა მთლიანი ოფიციალური რეზერვების მოცულობაც.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,636 მლრდ დოლარს, დეკემბერში კი 4,9 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვები კი გასული წლის ნოემბერში იყო 4,160 მლრდ დოლარი, დეკემბერში - 4,425 მლრდ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2,889 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 1,535 მლრდ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წლის დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვების მოცულობა 628,099 მლნ დოლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტის რეზერვები კი 640,232 მლნ დოლარით. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში მთლიანი რეზერვები იყო 4,272 მლრდ დოლარი, სავალუტო რეზერვები კი 3,784 მლრდ დოლარი.

თაია არდოტელი