გასულ წელს მოვალეთა რეესტრში 157 707 ადამიანი მოხვდა

გასულ წელს მოვალეთა რეესტრში ჯამში 165 025 პირი მოხვდა. მონაცემი მოიცავს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დეპუტატ ანა წითლიძეს გაეგზავნა სადეპუტატო კითხვის პასუხად და როგორც წერილიდან ირკვევა, მონაცემები 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი 165 025 პირიდან, 7 318 იურიდიული პირია, ხოლო 157 707 - ფიზიკური.

ამასთან, ბიურო ცნობით, გასული წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, რეესტრიდან ამოირიცხა ჯამში 124 199 პირი, აქედან 118 134 - ფიზიკური, ხოლო 6 065 იურიდიული პირია.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2021 წლის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში 154 308 პირი მოხვდა, საიდანაც 149 251 ფიზიკური, 5 057 იურიდიული პირი იყო. რეესტრიდან კი ამოირიცხა 133 605 პირი, საიდანაც 129 676 ფიზიკური, ხოლო 3 929 იურიდიული პირია.

თაია არდოტელი