ბაიდენი კონგრესს ტექნოლოგიური გიგანტების კონტროლის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს კონგრესში მიიღონ ზომები, რომელიც საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა The Wall Street Journal-ის სვეტში ისაუბრა.

„როგორც ამერიკელების უმეტესობა, მე ვღელავ იმაზე, რომ ამ სფეროს ცალკეული წარმომადგენლები აგროვებენ და იყენებენ პერსონალურ მონაცემებს, ხელს უწყობენ ექსტრემიზმის გაღვივებას და პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, ცვლიან ბალანსს ეკონომიკურ სფეროში, არღვევენ ქალთა და უმცირესობების უფლებებს და ქმნიან საფრთხეებს ჩვენი შვილებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ადმინისტრაცია მუშაობს ამ გამოწვევების დასაძლევად, მე მოვუწოდებს კონგრესს გაერთიანდეს, რათა მიიღოს საკანონდებლო ზომები ტექნოლოგიური გიგანტების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად“; - აღნშნავს ბაიდენი.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად ორიენტირებულნი არიან ბავშვებზე და მოზარდებზე.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები და მსგავსი პლატფორმები „უშვებენ შეურაცხმყოფელ, ასევე დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის, მოწამვლის, ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის, სექსუალური ხასიათის დემონსტრაციული ძალადობისა და საშიში ნარკოტიკების რეალიზებას“.

გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ხდება მცირე ბიზნესის დისკრიმინაცია მსხვილების სასარგებლოდ.

მისაღებ ზომებს შორის ამერიკის პრეზიდენტმა დაასახელა ინფორმაციის მოგროვების შეზღუდვა, რეკლამის თარგეთირება და იმ რეკლამის აკრძალვა, რომელიც ბავშვებზეა ორიენტირებული.

კოკა კვირკველია