Adidas-ის ხუთწლიანი სტრატეგია პროდუქციის მომხმარებელზე მოსარგებად

გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Adidas-ი 2016 წლიდან გაყიდვებისა და სარგებლის გაზრდას ელოდება.

კომპანიამ ხუთწლიანი სტრატეგიაც შეიმუშავა, რომელიც პირდაპირ კლიენტებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილებას გულისხმობს. იგეგმება უფრო მეტი მუშაობა იმისათვის, რათა პროდუქცია მომხმარებლის ინტერესებზე იყოს მორგებული. Adidas-ის სტრატეგიის მიხედვით, ფოკუსირება მოხდება ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, შანჰაისა და ტოკიოში ინვესტიციების განხორციელებაზეც.

Adidas-ი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელთა შორის მსოფლიოში მეორე ადგილასაა, პირველ ადგილს უკვე დიდი ხანია Nike იკავებს. თუმცა, Adidas-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალი სტრატეგიის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები 2016-2020 წლებში ყოველწლიურად 15 პროცენტით უნდა გაიზარდოს.