რუსეთმა ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის 36 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

BBC-ის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წევრები, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

„ეს ნაბიჯი უკავშირდება „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსს, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებას სანქცირებული პირების სია არ გამოუქვეყნებია.