10 რჩევა, რომელიც მოყინულ გზაზე ავტომობილის მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოთ - საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზაზე ავტომობილით მოძრაობისას გასათვალისწინებელ 10 რჩევას უზიარებს.

ფედერაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა:

  • სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);
  • შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);
  • მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;
  • დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია;
  • მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;
  • აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია;
  • დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია);
  • დაღმართზე არ აკრიფო ინერცია;
  • თუ მოგისრიალდა, გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა;
  • თუ არ გიყენია თოვლის საბურავი, თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან.

P.S. M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი. გისურვებთ უსაფრთხო მართვას,“- წერია ფედერაციის „ფეისბუქ“ პოსტში.

თაია არდოტელი