ყაზახეთი გერმანიას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 300 ათას ტონა ნავთობს მიაწვდის

ყაზახეთი აპირებს, გერმანიას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 300 ათას ტონა ნავთობი მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილი“.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავთობის ტრანსპორტირება მოხდება რუსეთის ტერიტორიის გავლით.

„ყაზტრანსოილმა“ მიიღო დასტური რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან 2023 წლის პირველ კვარტალში 300 ათასი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებაზე მაგისტრალური ნავთობსადენით „ტრანსნეფტი“, პოლონეთში არსებულ „ადამოვას“ პუნქტამდე შემდგომში მისი გერმანიაში მისაწოდებლად“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

კოკა კვირკველია