Dell-ი 2024 წლიდან ჩინეთში წარმოებულ ჩიპებს აღარ გამოიყენებს

ამერიკული კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Dell Technologies აპირებს 2024 წლიდან უარი თქვას ჩიპებზე, რომელიც ჩინეთშია წარმოებული - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

კომპანია ასევე გეგმავს არსებითად შეამციროს მის პროდუქციაში ჩინეთში წარმოებული მაკომპლექტებლების გამოყენება.

Dell-ი გეგმავს მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებას, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები დაძაბულია - აღნიშნავს FT.

მანამდე გამოცემამ Nikkei Asia გაავრცელა ინფორმაცია, რომ Dell-მა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გააფრთხილა მომწოდებლები, რომ არსებითად შეამცირებდა ჩინეთში წარმოებული ჩიპების გამოყენებას საკუთარ პროდუქციაში, მათ შორის, ჩინური კომპანიების მიერ ჩინეთის საზღვრებს გარეთ წარმოებულსაც კი. გაზეთის წყაროების ცნობით, კომპიუტერების მწარმოებელი აპირებს 2024 წლიდან საკუთარ პროდუქციაში გამოიყენოს ჩინეთის ფარგლებს გარეთ წარმოებული ჩიპები.

ამერიკული კომპანია მომწოდებლებსა და პარტნიორებს, რომლებიც პროდუქციის აწყობით არიან დაკავებულები, მოუწოდებს საწარმოო სიმძლავრეები მოამზადონ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ვიეტნამში.

კოკა კვირკველია