დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი უწყება თანხებს დაზოგავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში მისი უწყება თანხებს დაზოგავს.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ამით ჯანდაცვის მინისტრი კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ თებერვალი იყო იმედიანი თვე, ჯერ არ არის გადაწყვეტილი საბოლოოდ, რამდენით შემცირდება ბიუჯეტი და შესაძლოა ეკონომიკური ზრდის პროცესიც არ შემცირდეს. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა 300 000 ლარი, რის დაზოგვასაც ფიქრობდა ჯანდაცვის სამინისტრო, არ გახდეს საჭირო, სერგეენკომ განაცხადა, რომ თანხები მათ უკვე წინასწარ განსაზღვრეს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თანხები დაიზოგება და გადამისამართდება ორი მიმართულებით, პირველი არის ინფრასტრუქტურული, დიდი ალბათობით იქნება სოფლის ამბულატორიები და მეორე მიმართულება არის დამატებით რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანის შეძენა", - განაცადა დავით სერგეენკომ.