Dior-ის აღმასრულებელი დირექტორი დელფინა არნო გახდება - ვინ არის და რა გზა გაიარა წარმატებამდე ბერნარ არნოს ქალიშვილმა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს ქონება 182 მილიარდ დოლარს შეადგენს.

არნომ მისი ქონება 1980-იან წლებში, LVMH-ის დაარსებით მოაგროვა, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცია მსოფლიოს მასშტაბით.

ფრანგული კონგლომერატი LVMH მთელ რიგ ბრენდებს მოიცავს. მათ შორის მოდის ბენდებს, სუნამოებს, სამკაულებს, საათებს, ალკოჰოლს. მაგალითად, Marc Jacobs, Givenchy, Moët & Chandon, Fenty Beauty და Tiffany & Co. და ა.შ.

ოთხშაბათს LVMH-მა განაცხადა, რომ არნოს ქალიშვილი, დელფინა, Dior -ის აღმასრულებელი დირექტორი გახდება. აღსანიშნავია, რომ არნოს ხუთივე შვილი კონგლომერატშია დასაქმებული.

მართალია, ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვის გადააბარებს 73 წლის მილიარდერი მის ბიზნესს, თუმცა მედიის ინფორმაციით, ის კონგლომერატის თავმჯდომარედ ჯერ კიდევ რჩება, რადგან გასულ წელს LVMH-მა აღმასრულებელი დირექტორის ასაკობრივი ზღვარი 75-დან 80 წლამდე გაზარდა, რამაც არნოს ხელმძღვანელობის ვადა გაახანგრძლივა.

თავად დელფინ არნო პარიზთან ახლოს, 1975 წლის 4 აპრილს, ბერნარ არნოსა და მისი პირველი მეუღლის, ანა დევავრინის ოჯახში დაიბადა. ის ხუთი და-ძმიდან უფროსი და მილიარდერის ერთადერთი ქალიშვილია. მან კარიერა McKinsey-ში დაიწყო, სადაც ორი წელი გაატარა კონსულტანტად. შემდეგ დიზაინერ ჯონ გალიანოს კომპანიაში გადავიდა.

დელფინა Christian Dior Couture-ში მმართველ პოზიციაზე, დირექტორის მოადილედ 2001 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა. შემდეგ კი Louis Vuitton-ში, LVMH-ის ყველაზე დიდი ბრენდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტად გააგრძელა მოღვაწეობა.

ცნობილია ხდება, რომ დელფინა Dior-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ თებერვალს დაიკავებს.

დელფინას ჰყავს ოთხი უმცროსი ძმა.

reyhr5tuj85ri95ri9r-1673614361.jpg

დელფინა დაწყებით სკოლაში პარიზში სწავლობდა. შემდე კი სწავლა აშშ-ში ფრანგულ-ამერიკულ სკოლაში გააგრძელა, სადაც ინგლისურ ენას კარგად დაეუფლა. 1997 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლის დამთავრების შემდეგ, დელფინა არნომ მუშაობა McKinsey-ში დაიწყო.

ორი წლის შემდეგ კი მოდის დიზაინერ ჯონ გალიანოს ბრენდს შეუერთდა, რათა მეტი გამოცდილება მიეღო ინდუსტრიაში.

uj56i569i9r-1673614380.jpg

2005 წელს დაქორწინდა იტალიელ ალესანდრო ვალარინო განსიაზე, რასაც Forbes-მა „საფრანგეთის წლის ქორწილი“ უწოდა, მაგრამ წყვილი 2010 წელს დაშორდა.

6u54ed6i9s4w9-1673614399.jpg

შემდეგ ურთიერთობა ფრანგ ტელეკომის მილიარდერ ქსავიერ ნიელთან დაიწყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

5yu754i845ri949-1673614416.jpg

წყარო: businessinsider.com

თეონა რამაზაშვილი