ამერიკელებმა წლის საუკეთესო ავტომობილი გამოავლინეს

ამერიკელებმა დაასრულეს წლევანდელი კონკურსის „წლის ავტომობილის“ შერჩევის ეტაპი და გამარჯვებულებიც გამოავლინეს. პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს North American Car, Utility and Truck of the Year – NACTOY წლევანდელი გამარჯვებული ტრადიციულად 3 ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომელშიც თავიდან 47 პრეტენდენტი იყო, ხოლო ბოლოს თითოში სამ-სამი. რამდენიმე ათეულმა საავტომობილო სფეროს ჟურნალისტმა გამარჯვებულები სწორედ მათ შორის გამოავლინა.

ნომინაციაში „წლის მსუბუქი ავტომობილი“ გაიმარჯვა Acura Integra-მ, მან აჯობა ისეთ მოდელებს, როგორებიცაა Genesis Electrified G80 და Nissan Z.

ნომინაციაში „წლის ქროსოვერი“ გამარჯვებული გახდა - Kia EV6, მის ნომინაციაში მოკლე სიაში ასევე გასულები იყვნენ Genesis GV60 და Cadillac Lyriq

ხოლო „საუკეთესო პიკაპის“ ჯილდო ერგო ელემენტებიან პიკაპს - Ford F-150 Lightning. რომელმაც თავის მხრივ აჯობა Chevrolet Silverado ZR2 და Lordstown Endurance-ს.

შეგახსენებთ გასულ წელს ამავე კატეგორიებში გამარჯვებულები იყვნენ Hyundai Elantra, Ford Mustang Mach-E და F-150.

კოკა კვირკველია