ხობში ახალი საწარმო გაიხსნება

ხობში ხვალ ახალი საწარმო გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა განუცხადა.

ოთარ დანელიამ მედია ახალი საწარმოს გახსნაზე მიიწვია. "ყველას გეპატიჟებით ხვალ სამეგრელოში, სადაც ჩვენ ახალ საწარმოს გავხსნით. თხილის გადამუშავება სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს გახლავთ ამ პროფილის საწარმო", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ახალი საწარმოს გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.