Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს ამცირებს

მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს მეხუთედით ამცირებს, რათა საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდოს ეკონომიკური დაღმასვლისა და სხვა ბრენდებიდან გაზრდილი კონკურენციის პირობებში.

კომპანის თანახმად, ამ შემცირებით, რომელიც მიწოდების და ქარხნებამდე კომპონენტების გადატანის ხარჯების კლებამ განაპირობა, ფასები 2 წლის მინიმუმამდე დაიკლებს.

აშშ-ში Tesla-მ ფასები 13,000 დოლარით შეამცირა, ზოგიერთი მოდელის ღირებულებამ კი მეხუთედითაც დაიკლო. დიდ ბრიტანეთში მოდელ 3-სა და მოდელ Y-ზე ფასებმა 3,500 სტერლინგითა და 8,000 სტერლინგით დაიკლო ერთი ღამის განმავლობაში - Financial Times-ის თანახმად, ამ მოდელების ფასები ახლა 42,900 და 44,900 სტერლინგია.

ეს გადაწყვეტილება მოსდევს კომპანიაში აქციების ფასების ორი-მესამედით კლებას გასული წლის განმავლობაში მოთხოვნის შემცირების ეჭვების და კონკურენტების, Volkswagen-ისა და Hyundai-ის მიერ გაყიდვების მკვეთრის ზრდის ფონზე. ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვის შემდეგ მილიარდერის ყურადღებაც სწორედ ამ პლატფორმაზეა გადართული.

კახი ჩაკვეტაძე