ინგლისში პლასტმასას ერთჯერადი ჭურჭელი ოქტომბრიდან აიკრძალება

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დიდ ბრიტანეთში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელი აიკრძალება. გადაწყვეტილების მიზანი პლასტმასათი დაბინძურების შემცირება და ზღვის ეკოსისტემის დაცვაა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

ახალი კანონის მიხედვით, საცალო გამყიდველები და რესტორნები ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ და გაყიდონ ერთჯერადი პლასტმასის ჩანგლები, დანები, თეფშები, კონტეინერები თუ სხვ. შოტლანდიის და უელსის მთავრობებმა უკვე გადადგეს ამგვარი ნაბიჯები.

ეს ნაბიჯი ნაწილია გარემოს დაცვის გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს გარეუბნებისა და ოკეანეების პლასტმასათი დაბიძნურების, ასევე პლასტმასას წარმოებისას თუ მისი განადგურებისას გამოყოფილი ნახშირბადის შემცირებას.

ინგლისი ყოველწლიურად 2.7 მილიარდ ერთეულ ერთჯერად ჭურჭელს იყენებს, მაგრამ მათგან მხოლოდ 10% გადამუშავდება.

პლასტმასას სულ უფრო აქტიურად მიიჩნევენ ეკოლოგიურ პრობლემად, რამეთუ ხშირად ისინი არ იხრწნება ან ამისთვის რამდენიმე საუკუნეა საჭირო, ამან კი ოკეანეების და ნაპირების დაბინძურების დონე გაზარდა.

ამის გარდა, მთავრობა მსგავსი ზომების მიღებას განიხილავს სველ ქაღალდებთან, სიგარეტის ფილტრებსა და პაკეტებთან დაკავშირებითაც.

კახი ჩაკვეტაძე