გაზაფხულიდან უძრავ ქონებაზე ფასი 30%-ით გაიზრდება - რა ეღირება კვადრატული მეტრი წლის ბოლოს?

გაზაფხულიდან უძრავ ქონებაზე ფასი 30%-ით გაიზრდება, ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის ბოლოს გითხარით, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან საშუალოდ 40% - ით გაძვირდებოდა უძრავი ქონების (ყიდვა/იჯარა) ფასი. მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან (გაზაფხულიდან) საშუალოდ 30% - ით გაიზრდება კვლავ უძრავ ქონებაზე ფასი (ყიდვა/იჯარა).

P.S. მოასწარით და მიმდინარე მშენებლობებში (რომლებიც ძველი ფასებით აშენებენ ჯერ კიდევ და სარგებლობენ კარგი რეპუტაციით) შეიძინეთ უძრავი ქონება. 2023 წლის ბოლოს თბილისში საშუალოდ 1 კვ მეტრის ფასი 900-1000 აშშ დოლარი სასაცილოდ მოგეჩვენებათ,“- წერს აბესაძე.