აზერბაიჯანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები მწვანე ენერგეტიკის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR და საემიროების კომპანია Masdar აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ მწვანე ენერგეტიკის სფეროში - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული კომპანია ავრცელებს.

"SOCAR-სა და Masdar-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საერთო პროექტების შესახებ, რომელიც მოიცავს ზღვის ქარის ელ-სადგურებისა და წყალბადის განვითარების პროექტებს, რომელთა მოცულობა 2 მგვტ-ია. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ერთად შეიმუშავონ 1 მგვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრონული პროექტი და ასევე 1 მგვტ სიმძლავრის სახმელეთო ქარის ელექტრო სადგურების პროექტი“, - წერია განცხადებაში.

Masdar - გახლავთ არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი კომპანია, რომელიც მუშაობს განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით. კომპანიას უკვე აქვს რეალიზებული ერთი პროექტი აზერბაიჯანში - მზის ელ-სადგური „გარადაგი“, რომლის სიმძლავრე 230 მგვტ-ია. მოსალოდნელია, რომ სადგური ყოველწლიურად წარმოქმნის 0,5 მლრდ კვტ-საათი ელექტრო ენერგიას და წლიურად 200 ათასი ტონით შეამცირებს ატმოსფეროში ემისიებს.

კოკა კვირკველია