რა ვიცით შოთა აფხაიძეზე, რომელიც უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

უკრაინის მიერ სანქცირებულ მოქალაქეებს შორის კიდევ 2 წარმოშობით ქართველი მოხვდა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი შოთა აფხაიძე, რომელიც ზელენსკის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ასევე რუსეთის მოქალაქედ არის მოხსენიებული.

რეესტრის მონაცემებით, შოთა აფხაიძე არის შპს „აგრო-გეოს“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. მისი პარტნიორი ასევე 50%-იანი წილით არის გულბაათ რცხილაძე. რაც შეეხება საქმიანობას, საწარმოს კვების პროდუქტების წარმოებითა და დისტრიბუციით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ შოთა აფხაიძე პარლამენტმა 2013 წლის იანვრის ამნისტიის აქტით, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. აფხაიძე სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტის გამო იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ აფხაიძე „ევრაზიის ინსტიტუტს“ შეუერთდა, 2015 წელს კი „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა.

რაც შეეხება სანქციების შინაარსს, შოთა აფხაიძეს აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა, სავაჭრო ურთიერთობები, აქტივების გამოყენების უფლების დროებით ჩამოერთმევა და ა.შ.

იხილეთ ასევე: რას მოიცავს უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვაც მოხვდა

თაია არდოტელი