ინდოეთმა ჩინეთს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

ინდოეთმა ჩინეთს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა. ამის შესახებ Bloomberg-ი World Population Review-ზე (WPR) დაყრდნობით წერს.

სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოსიმ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივა გამოთქვა.

2022 წლის ბოლოსთვის, ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობამ 1.417 მილიარდი შეადგინა, ამ რიცხვით ის ოდნავ აღემატება ჩინეთის პოპულაციას, რომელთა რაოდენობამაც ბოლო მონაცემებით 1.412 მილიარდი შეადგინა. ეს არის პირველი შემთხვევა 1960 წლიდან, როდესაც ჩინეთში მოსახლეობის კლება დაფიქსირდა.

ინდოეთს, რომლის მოსახლეობის ნახევარი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს წარმოადგენს, უახლოეს წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნადაც მოიაზრებენ. პრემიერი მოიაზრებს, რომ ყოველწლიურად დამატებით მილიონი სამუშაო ადგილი ამ პროცესს უფრო რეალურს გახდის.

გაეროს მონაცემებით, ამ ეტაპს ინდოეთი წლის ბოლოს მიაღწევდა. WPR-ის ცნობით კი, 18 იანვრის მდგომარეობით, ინდოეთის მოსახლეობა უკვე 1,423 მილიარდამდე გაიზარდა.

ეკა დარჩიაშვილი